„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/ მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №40
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 290160000.10.003.016652, 30/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე‑2 პუნქტის„გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად 2012 წლის იანვრ ისა და თებერვ ლისათვის საჭირო საწვავის შესყიდვა განხორციელდეს სააგენტოს მიერ;“;
ბ)მე‑2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“–„თ“ ქვეპუნქტები:
„ე) „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2012 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 იანვრის №49 ბრძანებულების მე-7 პუნქტის უზრუნველსაყოფად, ამავე ბრძანებულებით განსაზღვრული კონტი ნ გენტის გაწვევის მიზნით, 2012 წლის 23 იანვრიდან გაწეული მომსახურებისათვის სააგენტომ უზრუნველყოს ხელშეკრულებების გაფორმება ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული „სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 21) პროგრამის ფარგლებში, „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული №26 დანართის (სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებ ა) შესაბამისად;
ვ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 01) პროგრამის ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შპს „ფსიქია“ განისაზღვროს მიმწოდებლად 2012 წლის 5 იანვრის ჩათვლით (თვის ლიმიტი – 8,623.33 ლარი). 2012 წლის 6 იანვრიდან შპს „ფსიქიას“ მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორცი ე ლებას უზრუნველყოფს შპს „გო რ მედი“. ამ პუნქტით გათვალისწინებული ჩანაცვლების მიზნით სააგენტომ უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმება;
ზ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 13) პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ (თვის ლიმიტი – 34 192,6 ლარი) და შპს „ტყვიავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ (თვის ლიმიტი – 12 567,8 ლარი) განისაზღვრონ მიმწოდებლებად 2012 წლის 17 იანვრის ჩათვლით. 2012 წლის 18 იანვრიდან შპს „გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურ 03“‑ისა და შპს „ტყვიავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურ 03“‑ის მიერ „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორცი ე ლებას უზრუნველყოფს შპს „გო რ მედი“. ამ პუნქტით გათვალისწინებული ჩანაცვლების მიზნით სააგენტომ უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმება;
თ) „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის საფუძველზე, უფლება მიეცეს ცენტრს ამავე კანონით „იმუნიზაციის“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ვაქცინების შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39‑ე მუხლის მე‑13 პუნქტის შესაბამისად.“;
გ) მე‑5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების პირველი მუხლი ს შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიერ „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, 2012 წელს ხელშეკრულებების გაფორმება და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამის 2012 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან.“.
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გარდა პირველი მუხლის მე‑2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
3. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი | 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი | ||||
| ორგანიზაციული კოდი | დაფინანსების წყარო | ღონისძიებები | პროგრამული კოდი | დაფინანსების წყარო | განმახორციე ლებელი |
| 35 12 02 01 | ფსიქიკური ჯანმრთელობა | ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება | 35 03 03 01 | ფსიქიკური ჯანმრთელობა | სააგენტო |
| ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია | |||||
| ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა | |||||
| მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | |||||
| ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | |||||
| ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურება | |||||
| ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება | |||||
| ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია | |||||
| 35 12 02 02 | ინფექციური დაავადებების მართვა |
| 35 03 03 02 | ინფექციური დაავადებების მართვა | სააგენტო |
| 35 12 02 03 | ტუბერკულოზის მართვა | ამბულატორიული მომსახურება | 35 03 03 03 | ტუბერკულოზის მართვა | სააგენტო |
| ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტი | ცენტრი | ||||
| რეფერენს კონტროლის კომპონენტი | სააგენტო | ||||
| სტაციონარული მომსახურება | სააგენტო | ||||
| 35 12 02 04 | აივ-ინფექცია/შიდსი | აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა კონსულტაცია და ტესტირება | 35 03 03 04 | აივ-ინფექცია/შიდსი | ცენტრი |
| ამბულატორიული მომსახურება | სააგენტო | ||||
| სტაციონარული მომსახურება | სააგენტო | ||||
| 35 12 02 05 | დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა | ანტენატალურ ი მეთვალყურეობა | 35 03 03 05 | დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა | სააგენტო |
| მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა | სააგენტო | ||||
| გენეტიკური პათოლოგიების ადრეულ ი გამოვლენა | სააგენტო | ||||
| ორსულებში B ჰეპატიტის (სწრაფი და კონფირმაციული)და აივ-ინფექციის/შიდსის (სწრაფი/მარტივი) განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებით უზრუნველყოფა | ცენტრი | ||||
| ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე,ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე | სააგენტო | ||||
| 35 12 02 06 | ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა | ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის მომსახურება | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა | სააგენტო |
| ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის საანალიზო‑ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა | სამინისტრო | ||||
| 35 12 02 07 | სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება | სპეციალიზებულ ი აბულატორიულ ი დახმარება | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა | სააგენტო |
| მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმება | 35 03 03 15 | რეფერალური მომსახურება | სააგენტო | ||
| 35 12 02 08 | ნარკომანია | სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის განხორციელება | 35 03 03 07 | ნარკომანია | სააგენტო |
| ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა | |||||
| 35 12 02 09 | ანტირაბიული დახმარება |
| 35 03 03 16 | ანტირაბიული დახმარება | სააგენტო |
| 35 12 02 10 | პროფესიულ დაავადებათა პრევენცია |
| 35 03 02 05 | პროფესიულ დაავადებათა პრევენცია | ცენტრი |
| 35 12 02 11 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | კიბოს სკრინინგის კომპონენტი | 35 03 02 01 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | ცენტრი |
| სქესობრივად გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის კომპონენტი | 35 03 02 03 | ეპიდზედამხედველობის პროგრამა | |||
| 0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი | 35 03 02 01 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | |||
| ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის კომპონენტი | 35 03 03 05 | დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა | |||
| ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკის ა და პრევენციის კომპონენტი | 35 03 02 01 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | |||
| ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზრდაში ჩამორჩენის პროფილაქტიკის კომპონენტი | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | |||
| 35 12 02 12 | იმუნიზაცია | ვაქცინების შესყიდვა | 35 03 02 02 | იმუნიზაცია | სამინისტრო, ხოლო 2012 წლის 1 თებერვლიდან – ცენტრი |
| მათ შორის, ვაქცინების გაცემა-განაწილება„ცივი ჯაჭვის“პრინციპების დაცვით | ცენტრი | ||||
| სტრატეგიული შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა | სამინისტრო | ||||
| აცრა-ვიზიტები | სააგენტო | ||||
| 35 12 02 13 | უსაფრთხო სისხლი | დონორთა სისხლის სკრინინგული გამოკვლევა | 35 03 02 04 | უსაფრთხო სისხლი | ცენტრი |
| ადმინისტრირება, ხარისხის კონტროლი | |||||
| 35 12 02 14 | ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა | ონკოლოგიური (მ ათ შორის,ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა | 35 03 03 08 | ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა | სააგენტო |
| ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა | |||||
| ონკოლოგიური (მ ათ შორის,ნეიროონკოლოგიური)დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა | |||||
| ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა | |||||
| 35 12 02 15 | დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია | ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა | 35 03 03 09 | დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია | სააგენტო |
| პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა | სააგენტო | ||||
| ჰემოდიალიზისათვის საჭირო სადიალიზე მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და პერიტონეული დიალიზისთვის საჭირო სადიალიზე მასალის, კათეტერის და მედიკამენტების შესყიდვა | სამინისტრო | ||||
| თირკმლის ტრანსპლანტაცია | სააგენტო | ||||
| 35 12 02 16 | გულის ქირურგია | გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობა | 35 03 03 10 | გულის ქირურგია | სააგენტო |
| გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობა | |||||
| კორონარული ანგიოპლასტიკა | |||||
| 35 12 02 17 | ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა | ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიულ ი პალიატიურ ი მზრუნველობა (ქ. თბილის ში, ქ. ქუთაის შ ი, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტ ებ ში) | 35 03 03 11 | ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა | სააგენტო |
| ონკოინკურაბელურ და აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულ ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარულ ი პალიატიურ ი მზრუნველობა | |||||
| 18 წლამდე ასაკის ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარულ ი პალიატიურ ი მზრუნველობა | |||||
| 35 12 02 18 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარულ ი მომსახურება (მათ შორის,მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | სააგენტო |
| ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ ი და სტაციონარულ ი მომსახურება | |||||
| 35 12 02 19 | სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება | სასწრაფო სამედიცინო დახმარება | 35 03 03 13 | სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება | სააგენტო |
| პროგრამის მართვა | |||||
| რეფერალური დახმარება | |||||
| საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება | |||||
| საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა | |||||
| 35 12 02 20 | სოფლის ექიმი | ამბულატორიული მომსახურება სოფლად | 35 03 03 14 | სოფლის ექიმი | სააგენტო |
| ამბულატორიული მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში | |||||
| 35 12 02 21 | რეფერალური მომსახურება |
| 35 03 03 15 | რეფერალური მომსახურება | სააგენტო |
| 35 12 02 22 | 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება | 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება – სტაციონარული დახმარება | 35 03 03 17 | 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება | სააგენტო |
| 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება – გადაუდებელი დახმარება | |||||
| 35 12 02 23 | მოსახლეობის ურგენტული მომსახურება |
| 35 03 03 18 | მოსახლეობის ურგენტული მომსახურება | სააგენტო |
| 35 12 02 24 | ზოგადი ამბულატორიული მომსახურება |
| 35 03 03 19 | ზოგადი ამბულატორი ა | სააგენტო |
| 35 12 02 25 | ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება |
| 35 03 03 20 | ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება | სააგენტო |
| 35 12 02 26 | სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება |
| 35 03 03 21 | სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება | სააგენტო |
| 35 12 02 27 01 |
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა | დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა |
შესყიდვა – სამინისტრო, მატერიალიზებული ვაუჩერების ბეჭდვას, მატერიალიზებული ვაუჩერის მოსარგებლეების აღრიცხვასა და მათთვის ვაუჩერების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო |
| 35 12 02 27 02 | დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა | ||
| 35 12 02 27 03 | ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | ||
| 35 12 02 27 04 | ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 11 | ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა | ||
| 35 12 02 27 05 | ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 09 | დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია | ||
| 35 12 02 27 06 | უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა | ||
| 35 12 02 27 07 | ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა | 35 03 02 02 | იმუნიზაცია | ||
| 35 12 02 27 08 | ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | ||
| 35 12 02 27 09 | მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | ||
| 35 12 02 27 10 | ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფა | 35 03 03 07 | ნარკომანია | ||
| 35 12 02 27 11 | სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები |
| დიაბეტის მართვა | სამინისტრო | |
| 35 04 02 | ეპიდ ემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა | გადამდებ დაავადებათა დროული გამოვლენის გაუმჯობესება ეპიდზედამხედველობისა და ლაბორატორიულ სამსახურებზე დაფუძნებული სისტემის გამართული მუშაობის გზით | 35 03 02 03 | ეპიდზედამხედველობის პროგრამა | ცენტრი |
| მალარიის და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკის და კონტროლის გაუმჯობესება | |||||
| ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და მუნიციპალურ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირება (სამედიცინო სტატისტიკა, იმუნიზაცია და ეპიდზედამხედველობა) | |||||
| 35 11 | სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა | ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა* | 35 03 02 01 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | სააგენტო. |
* საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებით დამტკიცებული„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა“.