„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №460 |
|
2014 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 470020000.10.003.017557) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის:
ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.გ) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების“ კომპონენტის ფარგლებში, 2014 წლის 31 ივლისის ჩათვლით: ე.გ.ა) მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ე.გ.ბ) მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (შემდგომში – სსიპ – სსდ ცენტრი). სსიპ – სსდ ცენტრის დაფინანსება განხორციელდეს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით და 2014 წლის იანვრის თვის ლიმიტი განისაზღვროს 71 000 ლარით, ხოლო მომდევნო თვეების ლიმიტი – №3 ცხრილის შესაბამისად; ე.გ.გ) ადმინისტრირება განხორციელდეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის ადმინისტრირების წესების შესაბამისად, გარდა ამ პუნქტის „ე.გ.დ“ და „ე.გ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობებისა; ე.გ.დ) 2014 წლის იანვარში მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენას, ხოლო მომდევნო თვეებში ზედამხედველობა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ე.გ.ე) დაევალოს სააგენტოს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელთან (სსიპ – სსდ ცენტრი) 2014 წლის იანვრის თვის შესაბამისი ლიმიტის ანაზღაურება განახორციელოს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მომდევნო თვეების ლიმიტი ანაზღაურდეს შესაბამისი თვის 10 რიცხვამდე.“;
ბ) „ე.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.გ1“ ქვეპუნქტი:
,,ე.გ1) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება, 2014 წლის 1 აგვისტოდან, განხორციელდეს სსიპ - სსდ ცენტრის მიერ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი - 35 01 08) ფარგლებში.“;
გ) „ე.დ“ ქვეპუნქტის „ე.დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.დ.ე) ამ პუნქტის „ე.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სსიპ - სსდ ცენტრისგან, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;“.
2. დადგენილების დანართის მე-17 პუნქტი (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. დადგენილების №3 ცხრილი (სსიპ-სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თვის ბიუჯეტი (ლარი)) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
|
|