„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №293 |
|
2014 წლის 14 აპრილი ქ თბილისი |
1. „ვ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ვ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტი განისაზღვროს 2 (ორი) მილიონი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებებისათვის სპეცდაფინანსების დამატების ან სამედიცინო მომსახურების გამწევი სხვა დაწესებულებებისათვის/ფიზიკური პირებისათვის სპეცდაფინანსების განსაზღვრის საჭიროება, ოდენობა და პირობები დადგინდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“.
2. „ზ“ ქვეპუნქტის:
ა) ,,ზ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ.გ) ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ პროგრამის ,,ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე B ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო სახარჯი მასალისა და B ჰეპატიტის იმუნოგლობულინის შესყიდვა;“;
ბ) „ზ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ.ე) ,,ეპიდზედამხედველობის“ პროგრამის ,,ნოზოკომიური ინფექციებისა და დიარეული დაავადებების ეპიდზედამხედველობის“ კომპონენტების ფარგლებში ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ,,მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესების“ კომპონენტის ფარგლებში მალარიის კერებში გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ინსექტიციდებით დამუშავება) მომსახურების შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალური სჯდ ცენტრებისაგან;“.
|