სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2123
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018158
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2123

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული უძრავი ქონებისშპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ პირდაპირიმიყიდვისფორმით პრივატიზებისშესახებ

1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1060 განკარგულების საფუძველზე, 16.06.2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 6.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად,სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანჭიორში მდებარე 796951.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №39.03.38.012)პირდაპირიმიყიდვისფორმით,1000 (ერთი ათასი)ლარადსაკუთრებაშიგადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“(ს/კ 230866783).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებოპირობებადგანისაზღვროს:

ა) საპრივატიზებოთანხისგადახდა შესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან2 (ორი) სამუშაო დღეში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის 2014 წლის 16 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 100-150 მგვტ. სიმძლავრის, ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის ვალდებულების შესრულების მიზნით.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებისგანხორციელება.

 პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი