სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1222
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019385
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1222

2015 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა №65-ის მიმდებარედ არსებული 41 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.13.041.057) და ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა №65-ის მიმდებარედ არსებული 42 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.13.041.058) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „კენ. კონსტრაქშენს“ (ს/კ: №405038418).

2. საპრივატიზებოპირობებადგანისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა)შესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან1 (ერთი) თვის ვადაში  საპრივატიზებოთანხისგადახდა;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთებისათვის საზოგადოებრივი დანიშნულების შენარჩუნება, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათ მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი აუცილებელი გზით (საცალფეხო და საავტომობილო) უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა.

3. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით, უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებებისგანხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.06.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 11.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1222. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019385.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1222, 11.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019385 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2879678/