სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2617
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020427
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2617

2015 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო  საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად − 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს“ (სკ: №203845312).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების გამოყენება ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის განხორციელების მიზნით. 

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.12.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 04.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2617. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020427.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2617, 04.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020427 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3090627/