სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №561
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: №205169066).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის (ქობულეთი-ივერიას) აშენება და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 31.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №561. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021134.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №561, 31.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021134 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3251641/