სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №558
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, №37-ის მიმდებარედ არსებული 11.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.04.001.025), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 23 078 (ოცდასამი ათას სამოცდათვრამეტი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ცენტრ პლაზას“ (ს/კ: 204483335).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის უზრუნველყოფა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 31.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №558. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021131.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №558, 31.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021131 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3251517/