„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №261 |
|
2016 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. ეს წესი აგრეთვე ადგენს სამტრედიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე იმ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალურ საფუძვლებს, რომელთა შესახებ დოკუმენტაცია არ არის დაცული შესაბამისი მუნიციპალიტეტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივისა და სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივებში.
12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ნორმები, თუ ამავე წესის 51 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება – მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;“;
ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კანონიერ მოსარგებლედ ასევე მიიჩნევა ის ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ წესის პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით და მისი შესაბამისი ფართობით კანონიერი სარგებლობა დასტურდება ამავე წესის 51 მუხლის შესაბამისად.“;
გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საკუთრებაში გადაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო
არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.“;
დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი;“;
ე) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. სამტრედიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ წესის პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის შესაბამისი წერილობითი განცხადება.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკუთრებაში გადასაცემი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შესახებ უფლების დამდგენი დოკუმენტაცია არ არის დაცული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივისა და სსიპ − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივებში;
ბ) საკუთრებაში გადასაცემი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით 2007 წლის 2 თებერვლამდე სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებული იქნება საკუთრებაში გადასაცემი ფართობით კანონიერად სარგებლობის ფაქტი, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – ამავე მრავალბინიან სახლში მცხოვრები არანაკლებ 2 კანონიერი მოსარგებლის ნოტარიულად დამოწმებული დასტური, რომლებსაც კანონიერი სარგებლობა უდგინდებათ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე;
გ) ინფორმაცია საკუთრებაში გადასაცემი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრისა და ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან;
დ) ამ დადგენილების ამოქმედებამდე შედგენილი/გაცემული წყლის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის ან ტელეფონის აბონენტად აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და გადახდის ქვითარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) საკუთრებაში გადასაცემი ფართობის აზომვითი ნახაზი;
ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სამკვიდრო მოწმობა და მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ განცხადების წარდგენის მომენტისათვის საკუთრებაში გადასაცემი ფართობის კანონიერი მოსარგებლე გარდაცვლილია.
3. განმცხადებელი უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს საკითხის გადაწყვეტას.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადასაცემი ფართობის მდებარეობის იდენტიფიცირების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში გეოგრაფიული ობიექტის დამისამართების მიზნებისთვის შექმნილი/დამუშავებული ინფორმაცია.
5. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, ადგილზე გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
6. თუ წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდება რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის არსებობა, მათ ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში, ყველა კანონიერი მოსარგებლის მიერ წერილობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. კანონიერი მოსარგებლე უფლებამოსილია, ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ დათმოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის დათმობა მოწმდება ნოტარიულად.
7. ამ მუხლით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ დადგინდება საკუთრების ან/და ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა.
8. 2021 წლის პირველი იანვრიდან, კანონიერი მოსარგებლე კარგავს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის, ამ მუხლის შესაბამისად, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია ზოგადი წესის შესაბამისად.“;
ვ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონიერი მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გასცემს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს – საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №2) და დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვით ნახაზს.
2. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად, შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გასცემს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს – საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №3), საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის დამოწმებულ აზომვით ნახაზს და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზს.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული საკუთრების უფლების მოწმობის ფორმები (დანართები: №2 და №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მცირე სახელმწიფო მუნიციპალიტეტის გერბი გერბი1
საკუთრების უფლების მოწმობა №
(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს დასახელება)
ეძლევა -----------------------------------------ს ----------------------------------- (მესაკუთრე) (პირადი ნომერი)
(მესაკუთრის მისამართი: (მუნიციპალიტეტი, დასახლების ტიპი, დასახლება და სხვ.))
მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში
ფართობი (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი; იზოლირებული, არაიზოლირებული)
რომელიც მდებარეობს
(ადგილმდებარეობა: მუნიციპალიტეტი, დასახლება და სხვ.)
ფართობი --------------------- კვ. მეტრი
საფუძველი:
(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. მოწმობა ძალაშია საფუძველსა და დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვით ნახაზთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემულია 20..... წლის ....... ............................... დღე თვე
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა /----------------------------------/“.
შენიშვნა: 1 აისახება მუნიციპალიტეტის გერბის არსებობის შემთხვევაში. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება ცენტრში.
დანართი №3 მცირე სახელმწიფო მუნიციპალიტეტის გერბი გერბი1
საკუთრების უფლების მოწმობა №
(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს დასახელება)
ეძლევა -----------------------------------------ს ----------------------------------- (მესაკუთრე) (პირადი ნომერი)
(მესაკუთრის მისამართი: (მუნიციპალიტეტი, დასახლების ტიპი, დასახლება და სხვ.))
მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში
ფართობი (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი; იზოლირებული, არაიზოლირებული) და
საკუთრებაში შესაბამისი მიწის ნაკვეთი (საერთო/ინდივიდუალური)
რომელიც მდებარეობს
(ადგილმდებარეობა: მუნიციპალიტეტი, დასახლება და სხვ.)
ფართობი --------------------- კვ. მეტრი
მიწის ნაკვეთის ფართობი --------------------- კვ. მეტრი
საფუძველი:
(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. მოწმობა ძალაშია საფუძველსა და დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვით ნახაზთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემულია 20..... წლის ....... ............................... დღე თვე
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა /----------------------------------/“.
შენიშვნა: 1 აისახება მუნიციპალიტეტის გერბის არსებობის შემთხვევაში. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება ცენტრში.“.
|