„მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №251 |
|
2015 წლის 4 ივნისი ქ.თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ თანდართული დებულება №1 დანართის შესაბამისად.
2. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები №2 დანართის შესაბამისად.“.
2. პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული, „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების (№1 დანართი):
ა) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ფონდის გენერალური დირექტორი - ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება;“;
ბ) მე-7 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, საუკეთესო ქულების მქონე პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება და მტცუ-ში გადაგზავნა;
ე) მტცუ-ის მმართველთა საბჭოს მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ;“;
გ) მე-9 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსპერტების შეფასების საფუძველზე დგინდება პროექტების რანჟირებული ნუსხა, რომელსაც ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი.
4. დამტკიცებული ნუსხა გადაიგზავნება მტცუ-ში.
5. მტცუ-ის მმართველთა საბჭოს მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებს ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი.“;
დ) მე-10 მუხლის:
დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არ შეიძლება პროექტის შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი პირი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.“;
დ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ექსპერტი ვალდებულია, ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია, ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.“;
ე) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ, ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან.“.
|