„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №118 |
|
2025 წლის 26 თებერვალი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების დანართი („ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები“) ჩამოყალიბდეს №1 დანართად. გამომდინარე აქედან, დადგენილების მე-2 მუხლი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგინდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები დანართი №1-ის შესაბამისად.
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)“.
2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისათვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა დანართი №2-ისა და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
(დანართი №2 და დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის)“.
3. დადგენილების №1 დანართის („ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები“) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილები.“.
4. დადგენილების №1 დანართს („ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი:
„მუხლი 212. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია, წერილობითი ფორმით მიმართოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისს“ და მას დაურთოს მისი კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული, პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში: „ქმედუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი. ამასთან, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ უფლებამოსილია, დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, წერილობითი ფორმით მიმართოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისს“ და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული, პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. ამასთან, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ უფლებამოსილია, დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, წერილობითი ფორმით მიმართოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისს“ და მას დაურთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული, პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში: „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. ამასთან, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ უფლებამოსილია, დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია, წერილობითი ფორმით მიმართოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისს“ და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ამასთან, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.
7. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, 3 წლის ვადით, მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს) ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.
8. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
9. საცნობი ნიშანი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლისთვისაც ის გაიცა.
10. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისში“ წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ ჩათვლის საჭიროდ, მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისში“ წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადით.
11. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისს“.
12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას ან დაზიანებისას, მისი აღდგენის თხოვნით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისს“ წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ საბანკო ანგარიშზე 10 (ათი) ლარის ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულება.
13. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრული პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
14. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ თანამშრომელი ვალდებულია, საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
15. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.“.
|