,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2019 წლის 29 აგვისტო ქ. საჩხერე |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4.
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი
2. ეს წესი განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას პარკირების რეგულირების სფეროში.
3. წესი ვრცელდება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებაზე.
4. წესი არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელზედაც განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებზე გაცემული სპეციალური საშვი; ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის;
გ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარ განზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარ განზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა − მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს მატარებლის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;
ზ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;
თ) მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწის ზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი;
ი) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია სასწავლო სვლის განხორციელებისას ინსტრუქტორ-მასწავლებელი;
კ) პარკირება − დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა გადმოტვირთვას;
ლ) პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
მ) სამსახური-მერიის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეული;
ნ) პარკირების ოპერატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით შერჩეული პირი;
ო) პარკირების პირობები − პარკირების დაშვება, შეზღუდვა, აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები;
პ) პირი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ჟ) საგზაო მონიშვნა − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
რ) საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
ს) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
ტ) საგზაო ნიშანი − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
უ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება;
ფ) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
ქ) საცნობი ნიშანი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრასპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;
ღ) სპეციალური პარკირების ადგილი - ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;
ყ) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
შ) ტროტუარი − გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
ჩ) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;
ც) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ან/და სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;
ძ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
2. პარკირების ადგილებზე დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის;
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისათვის;
ე) ინკასაციისათვის;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილებზე დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
4. პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;
ბ) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესების;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;
დ) სატრანსპორტო ნაკადის;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობის;
ვ) გზის გამტარუნარიანობის;
ზ) ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსებისთვის (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისთვის (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესების.
2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია.
4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება უფასოა.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ პარკირების ადგილებს, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
4. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით.
5. საჩხერის მუნიციპალიტეტში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის დამტკიცებული პარკირების ადგილად.
6. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით.
7. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით).
8. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით.
9. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახური, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფლებამოსილია საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
10. გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია.
11. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის;
ბ) ტაქსების, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანზიტით შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების და ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
ე) იმ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), რომლებიც აღნიშნულ ადგილს გამოიყენებენ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის;
ვ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების − ტაქსების (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) პარკირებისათვის.
2. იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს, შესაძლებელია ამ სახის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების გარდა).
3. ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთ პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება.
4. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების − ტაქსის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პარკირების ადგილზე დგომის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით მიმართავს პარკირების ოპერატორს და დაურთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პარკირების ოპერატორი, არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა აცნობებს განმცხადებელს.
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.
2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილზე;
დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გაუთვალისწინებლად.
3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა.
2. საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და მას დაურთოს „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
4. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი დანართი №2-ის შესაბამისად.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე, დანართი №3-ის შესაბამისად, გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.
7. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად – 3 წლის ვადით. მე-2 პუნქტის შესაბამისად – არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა.
8. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
9. საცნობი ნიშანი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
10. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ სამსახურში წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ სამსახური ჩათვლის საჭიროდ მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია სამსახურში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც სამსახურის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადით.
11. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამსახურს.
12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით სამსახურს, წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება საჩხერის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.
13. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
14. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
15. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.
2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.