ქალაქ ჭიათურის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2020 წლის 7 აგვისტო ქ. ჭიათურა |
ა) 1 დღე – 1 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 1 კალენდარული დღის განმავლობაში);
ბ) 1 კვირა – 3 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 1 თვე – 10 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში);
დ) 3 თვე – 15 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 90 კალენდარული დღის განმავლობაში);
ე) 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო180 კალენდარული დღის განმავლობაში);
ვ) 1 წელი – 40 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე);
ა) 1 კვირა – 5 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
ბ) 1 თვე – 15 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 3 თვე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 90 კალენდარული დღის განმავლობაში);
დ) 6 თვე – 30 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 180 კალენდარული დღის განმავლობაში);
ე) 1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე);
|
2. წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში ქალაქ ჭიათურაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.
3. წესი ვრცელდება ყველა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ჩერდება ან დგას №2 დანართით დამტკიცებულ ადგილზე.
4. წესი, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლისა, არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
ა) ავტობუსი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს.
გ) გაჩერება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარ განზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინას წარგანზრახული შეწყვეტა ავტოსატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) – საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;
ზ) ველოსიპედი – სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;
თ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) – ველოსიპედით მოძრაობისთვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;
ი) მარშრუტი – პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული წინასწარ დადგენილი გზასავალი;
კ) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას;
ლ) პარკირება – დგომის ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა გადმოტვირთვას;
მ) პარკირების ადგილი – დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
ნ) პარკირების ოპერატორი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული ორგანიზაცია ან შერჩეული პირი;
ო) პარკირების პირობები – პარკირების დაშვება/ შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე პირობები;
პ) პარკირების საფასური – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების ინდივიდუალური ადგილით სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
ჟ) პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
რ) საგზაო მონიშვნა – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ს) საგზაო მოძრაობა – გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
ტ) საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
უ) საგზაო ნიშანი – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
ფ) სამარშუტო ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ქ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
ღ) საცნობი ნიშანი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურდიული პირის საკუთრებაში მქონე ადაპტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული ნიშანი;
ყ) სპეციალური პარკირების ადგილი – ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;
შ) სპეციალური საშვი – პარკირების ოპერატორის მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი.
ჩ) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
ც) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
ძ) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის №2 დანართით განსაზღვრული 1.14.1-1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;
წ) ქვეითი – საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ან/და სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;
ჭ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
ხ) დოკუმენტი – საბუთი, რომელიც წინამდებარე წესით დადგენილ ფარგლებში მძღოლს ანიჭებს უფლებას ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე ისარგებლოს საპარკინგე ზონებით.
2. პარკირების ადგილზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის;
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისთვის;
ე) ინკასაციისთვის;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ბ) ქალაქ ჭიათურის განვითარების ინტერესები;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
დ) ავტოსატრანსპორტო ნაკადი;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობა;
ვ) გზის გამტარუნარიანობა;
ზ) საზოგადოების სხვა ინტერესები.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
2. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
3. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 1 მეტრის რადიუსის დაშორებით.
4. ქალაქ ჭიათურაში ტროტუარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.
5. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მონიშვნა.
6. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მონიშვნები.
7. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქ ჭიათურის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
8. გზაზე რეკლამის მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული ორგანიზაცია;
9. დაუშვებელია პარკირების ადგილზე მდგომი/გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და გადაადგილების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის;
ბ) იმ მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინის მცხოვრებთათვის, რომლებსაც არ აქვთ შიდა ეზო, დაუწესოს თითოეულ ავტომობილის მფლობელ ოჯახს ერთი ერთეული უფასო საპარკინგე ადგილი, მისი საცხოვრებელი კორპუსიდან 50 მეტრის რადიუსში.
2. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთი პარკირების ადგილზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება.
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას – პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია, არ განახორციელოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილზე;
დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევების გაუთვალისწინებლად.
3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა.
3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი(სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TES” ნომერი.
4. პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ პარკირების საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისას მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს პარკირების ოპერატორს, რა დროსაც პარკირების ოპერატორი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილება ასახოს მიმართვისთანავე.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება პარკირების გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.
7. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება პარკირების ოპერატორის მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ასევე ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით.
8. პარკირების წესების დარღვევისათვის, ასევე პარკირების საფასურის გადაუხდელობისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების გადახდა ხორციელდება პარკირების ოპერატორის მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი ოქმის შევსება განახორციელოს პარკინგის ოპერატორმა.
3. პარკინგის ოპერატორი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
4. პარკინგის ოპერატორი ვალდებულია, სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანისას ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
2. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით.
3. სპეციალური საშვის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. პარკირების ოპერატორი ვალდებულია, საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
დანართი №2
|