შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№599
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 21/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №599

2013 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

       1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივ­ნისის №554 განკარგულების საფუძველზე შპს „ინფრასტრუქტურის გან­ვი­თარების კომპანიასა“ და შპს „არტესს“ შორის გასაფორმებელი „ქ. თბი­ლისში, ათონელის ქ. №25-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის სა­მ­შენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირე­ბ­ით“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების და „მხარეთა სახე­ლ­შე­კრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგე­ბის განსაზღვრის თაობაზე“ შეთანხმების პროექტები.

       2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №09‑ს განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და შპს „არტესს“ შორის 2012 წლის 15 თებერ­ვალს გაფორმებული №2-ს ხელშეკრულების ფარგლებში შპს „არტესის“ მიერ სამუშაოების განხორციელების მიზნით მიღებულ თანხასა და №2-ს ხელშეკრულების ფარგლებში „დამკვეთის“ მიერ დადასტურებული შეს­რუ­­ლე­ბული სამუშაოების ღირებულებების სხვაობა შეადგენს 13 479 598 (ცამე­ტი მილიონ ოთხას სამოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდათვრა­მეტი) ლარს და წარმოადგენს შპს „არტესის“ მიერ მიღებულ ავანსის ოდენობას, რომელიც შემდგომში დაზუსტდება №2-ს ხელშეკრულების ფარგლებში შპს „არტესის“ მიერ შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებუ­ლების დადგენის შემდეგ.

       3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხ­ლის მე-7 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, შპს „ინფრასტრუქტურის გან­ვითარების კომპანიასა“ და შპს „არტესს“ შორის გასაფორმებელი „ქ. თბილისში, ათონელის ქ. №25-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირე­ბით“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ არ გავ­რ­ცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნ­ქ­ტით დადგენილი მოთხოვნები ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვა­ლისწინებული და საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და შპს „არტ­ესს“ შორის 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმებული №2-ს ხელშეკრუ­ლების ფარგლებში შპს „არტესის“ მიერ მიღებული ავანსის ნაწილში.

       4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და ამ განკარგულების პირველი პუნქტით გასა­ფორმებელი ხელშეკრულებითა და შეთანხმებით შესასრულებელი ვალდებულებების შპს „არტესის“ მიერ სრულყოფილად განხორციე­ლე­ბის შემთხვევაში შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიას“ მიე­ნიჭოს უფლებამოსილება არ გამოიყენოს საქართველოს მთავრობის კან­ცე­ლარიასა და შპს „არტესს“ შორის 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმე­ბული №2-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შე­უსრულებლობით, მათ შორის, სამუშაოების შესრულების ვადის დარ­ღვე­ვით გამოწვეული ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

 

პრემიერ-მინისტრი                                ბიძინა ივანიშვილი