საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 103
2013 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 5 აპრილის №4485- Iს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმებული ,,დაფინანსების ჩარჩოხელშეკრულების” (გეო: ურბანული სამსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა” (,,საინვესტიციო პროგრამა”)), საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 3 ივნისის №4730- Iს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული ,,სასესხო ხელშეკრულების” (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” (შემდგომში – კომპანია) შორის 2011 წლის 30 ივნისს გაფორმებული ,,ქვესასესხო ხელშეკრულების” ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1” და საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 9 დეკემბრის №5455- IIს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ,,სასესხო ხელშეკრულების” (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სამინისტროსა და კომპანიას შორის 2012 წლის 13 იანვარს გაფორმებული ,,ქვესასესხო ხელშეკრულების” ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2” შესაბამისად:
1. სამინისტრომ ,,საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით ,,წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია” პროგრამის (პროგრამული კოდი 25 04) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის № 54 9 ბრძანებით დამტკიცებული ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (აზიის განვითარების ბანკი) ” ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 25 04 05) გათვალისწინებული ასიგნებების ,,საბიუჯეტო სახსრები” ეტაპობრივად გადაურიცხოს კომპანიას, კომპანიის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.
2. სამინისტრომ კომპანიისათვის ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ,,საბიუჯეტო სახსრების” გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან ,,თანხების გადარიცხვის შესახებ” ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.
3. კომპანიას უფლება აქვს მიღებული თანხებით განახორციელოს ხარჯები, რომელთა ანაზღაურება განხორციელდება რეტროაქტიული წესით.
4. სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ,,საბიუჯეტო სახსრების” კომპანიის კაპიტალში შეტანა.
5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი