„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“ ის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2628
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№262 8

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“‑ის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 3 ივნისის №4730- Iს და­დგე­ნილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვი­თა­რე­ბის ბანკს შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული „სასესხო ხელშეკ­რუ­ლ­ე­ბის“ (სპეციალური ოპერაციები) („ურბანული მომსახურების გაუმჯო­ბ­ესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1“) შესაბამისად:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აზიის განვითარების ბანკის მი­ერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურებით შერჩეული როგორც ად­გი­ლობრივი, ისე საერთაშორისო კონსულტანტების წინაშე ხელშეკ­რულ­ებე­ბით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრუ­ლ­ებისა­თვის გახარჯულ იქნა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ­მო­მარა­გების კომპანიის“ საკუთარი შემოსავლები. ვინაიდან „სასესხო ხელშეკ­რ­უ­­ლე­ბა“ არ ით­ვალისწინებს კომპანიის მიერ „ურბანული მომსახურების გა­­უ­მ­ჯო­ბე­სე­ბის საინვესტიციო პროგრამის“ განსა­ხორ­ცი­ე­ლ­ე­ბ­ლად სა­ქარ­თვე­ლოში სპეცანგარიშის გახსნას, აზიის გან­ვით­არ­ე­ბ­ის ბან­კის მოთ­ხ­ოვნის შესაბამისად, პროგრამის შეუფერხებლად განხორ­ცი­ე­ლების მიზ­ნით, კომპანია უზრუნველყოფს ინდივიდუალური კონს­უ­ლ­­ტანტების მი­ერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას საკუთარი სახ­ს­რე­ბით, რაც შემ­დგომში ანაზ ღ აურდება რეტროაქტიული წესით.

2. აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პრო­ცედურებით შერჩეული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონ­სულტანტების წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფი­ნან­სური ვალდებულებების შესრულებისათვის გახარჯული და შემ­დ­გომ­ში აზიის განვითარების ბანკის მიერ რეტროაქტიული წესით ანაზღა­უ­რებული თანხები მიიმართება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ­­მომარაგების კომპანიის“ ანგარიშზე და საქართველოს ფინანსთა სა­მი­ნის­ტროს ეცნობება, როგორც პირდაპირი გადახდების შემთხვევაში.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური