აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №774
2016 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს (ADB):
ა) „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში (FFA) 6 ქალაქის/დაბის (ჭიათურა, ბოლნისი, აბაშა, ბაკურიანი, გუდაური და ჯვარი) დამატების თაობაზე;
ბ) „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, მარნეულში, ჭიათურასა და ბოლნისში განსახორციელებელი ურბანული პროექტებისათვის 99 მილიონი აშშ დოლარის სესხის („ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6“) გამოყოფის თაობაზე, შემდეგი ფინანსური პირობებით:
ბ.ა) სესხის ხანგრძლივობა - 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 12 წელი);
ბ.ბ) საპროცენტო განაკვეთის ტიპი - 6-თვიან Libor-ს დამატებული ფიქსირებული მარჟა;
ბ.გ) სესხის ვალუტა - აშშ დოლარი;
ბ.დ) ვალდებულების გადასახდელი (Commitment fee) - წლიური 0.15%;
გ) „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე ტრანშებით დაფინანსებულ პროექტებში არსებული დანაზოგებით აბაშაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ჯვარში შესაბამისი ურბანული პროექტების დაფინანსების მიზნით.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.05.2016.
- როდის იქნა მიღებული „აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 05.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №774. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021301.
- სად არის „აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №774, 05.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021301 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3283488/