საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1012
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1012

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს მთავრობა, აღიარებს რა, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის ,,ზ“, ,,თ“ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების შემძენთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ასევე ინვესტიციების განხორციელების (საინვესტიციო საქმიანობა) ხელშეწყობის მიზნით, საინვესტიციო გარემოს შეცვლის გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის პრინციპზე დაყრდნობით, შეეცვალოთ ან/და გადაუვადდეთ სახელმწიფოს წინაშე შესასრულებელი ვალდებულებები და მოეხსნათ დაკისრებული სანქციები შემდეგ იურიდიულ პირებს:

ა) ფონდ ,,ცისკარს“–საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2007 წლის 2 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებებიდან მოეხსნას ,,გაქრისტიანების მუზეუმის“მოწყობის მიზნით საწარმოებელი მშენებლობის ვალდებულება, საპრივატიზაციო ობიექტში არანაკლებ 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შენარჩუნებით;

ბ) შპს ,,მამული 2006“-ს –საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2009 წლის 26 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გადაუვადდეს ერთი წლით, ამასთან, გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                           ნ. გილაური