საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 22.13 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №373
2010 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 22.13 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი №2) და, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის №13 სამცველოს (ყოფილი ლისის სატყეო) №3 კვარტალის №№3,5,9,12,13 ლიტერიდან 22.13 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური