ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ27 მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისათვის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოების მართვას დაქვემდებარებული 17.58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№342
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №342

2010 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ27 მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისათვის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოების მართვას დაქვემდებარებული 17.58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქარ­თველოს რე­გიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სა­ხელ­მწიფო საქვეუწყე­ბო დაწესებულების – საქართველოს სა­ავ­ტომობილო გზების დეპარტამენტის წინადადება და სა­ქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კო­მისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 12 მარტის სხდო­მის ოქმი №2) და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ27 მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სა­მუ­­შა­ოების ჩატარებისათვის კახეთის რეგიონალური სატყეო სა­მ­მართ­ველოს მართვას დაქვემდებარებული საგარეჯოს სატყეო უბნიდან (ყოფილი უჯარმის სატყეო) 16.35 ჰა და ქვემო ქართ­ლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემ­დებარებული გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნიდან (ყოფილი საცხენისის სატყეო) 1.23 ჰა – სულ 17.58 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან საქართ­ველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თა­­­ვის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დად­­გენილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                          ნ. გილაური