შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №490
2009 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) უმოკლეს პერიოდში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურ რეჟიმში განხორციელება;
ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებელი შესრულებისათვის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ზემოაღნიშნულ ობიექტზე 2009 წლისათვის დაგეგმილ ღონისძიებათა დაფინანსება განხორციელდეს ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ,,გზების მოვლა-შენახვის ხარჯები (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში)“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი 25 03 01 02) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“?
- „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 08.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №490. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“, №490, 08.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2095803/