ყვარლის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ,,ჩალის ტბის“ მიმდებარედ, კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 633020 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №341
2010 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ,,ჩალის ტბის“მიმდებარედ, კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 633020 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შპს ,,აგროგანვითარების“წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი №2) და ტურისტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურისა და სამოყვარულო თევზსაჭერი მეურნეობის მოსაწყობად კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ყვარლის სატყეო უბნის №81 კვარტალის №10 ლიტერიდან 500 მ2 და №103 კვარტალის №№1,3,4,5,6,7,8,9,10,11,12,15,16,17,18 ლიტერიდან 632520 მ2 – სულ 633020 მ2 (63.3020 ჰა)მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური