ყვარლის მუნიციპალიტეტში, ე.წ. „ჩალის ტბის“ მიმდებარედ, კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 882497 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№414
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №414

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ე.წ. „ჩალის ტბის“მიმდებარედ, კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 882497 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შპს „აგროგანვითარების“წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი №2) და ტურისტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურისა და სამოყვარულო თევზსაჭერი მეურნეობის მოსაწყობად კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ყვარლის სატყეო უბნის №88 კვარტალის №1,8,9,10,12,14,15 ლიტერიდან, №90 კვარტალის №7,8,9,10,12,13 ლიტერიდან, №94 კვარტალის №19,20 ლიტერიდან, №99 კვარტალის №1,2,3 ლიტერიდან, №98 კვარტალის №5,6,7,9,10,11 ლიტერიდან, №89 კვარტალის №4,5,6,7,8,9,10,11,12 ლიტერიდან – სულ 882497 მ2 მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური