საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისში, ნუცუბიძის II მკ/რ-ის V კვარტალის მიმდებარედ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული 1.95935 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №293
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისში, ნუცუბიძის II მკ/რ-ის V კვარტალის მიმდებარედ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული 1.95935 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმი №1) და, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისში, ნუცუბიძის II მკ/რ-ის V კვარტალის მიმდებარე ფერდზე სატყეო დეპარტამენტის მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის (ყოფილი ლისის სატყეო) №13 სარეინჯეროს №9 კვარტალის №№8,9 ლიტერიდან ამოირიცხოს 1.95935 ჰა მიწის ფართობი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური