სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 105,2465 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№493
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №493

2009 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 105,2465 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

 1. ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერი­ტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამო­რიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართ­ველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშე­თის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელ­მწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წინა­დადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომი­სიის რეკომენდაცია (კომისიის 2009 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი № 5) და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესე­ბი­დან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონა­ლუ­რი სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სა­ხელმწიფო სა­მეურნეო ტყის ფონდის 105,2465 ჰა მიწის ფარ­თობი ამოი­რიც­ხოს სახელმწიფო სა­მეურნეო ტყის ფონდი­დან მცხეთის მუნიციპალიტეტი­სათვის გადასაცემად.

 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზ­რუნ­ველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონ­მდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური