კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 2873 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№332
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №332

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 2873 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

 1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის #96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2009 წლის 6 აპრილის სხდომის ოქმი № 3) და ქ. სიღნაღის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებისათვის კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის (ყოფილი სიღნაღის სატყეო) № 1 სარეინჯეროს № 9 კვარტალის № 24 ლიტერიდან 1547 მ2, ხოლო № 9 კვარტალის № 34 ლიტერიდან 1326 მ2 – სულ: 2873 მ2 მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემად.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

 

 პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური