მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№339
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№339

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადასაცემად სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკი­ცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალი­ტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორისა და მცხე­თის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადება, საქარ­თველოს მი­წის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომი­სის რეკო­მენდაცია (კომისიის 2008 წლის 5 მაისის სხდომის ოქმი №5) და მოთხოვნილი მიწის ფართობები, რომლებიც განფენილია მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმარ­თველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის, კერძოდ, ყოფილი მცხეთის სატყეო მეურნეობის წეროვანის სატყეოს კვარტალი №4-ის ლიტერი №1-ის – 4,4 ჰა; №2-ის – 6,6 ჰა; №3-ის – 11,0 ჰა; №4-ის – 1,0 ჰა; №8-ის – 3,0 ჰა; №9-ის – 4,3 ჰა; №11-ის – 4,0 ჰა; კვარტალი №5-ის ლიტერი №1-ის – 4,2 ჰა; №5-ის – 0,3 ჰა; №6-ის – 1,2 ჰა; კვარტალი №6-ის ლიტერი №4-ის – 0,8 ჰა; №7-ის – 0,6 ჰა;  სულ 41,4 ჰა ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან და გადაეცეს მცხეთის მუნიციპალიტეტს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ამ განკარ­გულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველ­ყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დად­გენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე