იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ხე-მცენარეებისაგან თავისუფალი 55.0 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№530
2008 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ხე-მცენარეებისაგან თავისუფალი 55.0 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრები მოქალაქის მერაბ გაბუნიას წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი №8) და იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმრთველოს მართვას დაქვემდებარებული ყოფილი წყალტუბოს სატყეოს №21 კვარტალიდან ამოირიცხოს ხე-მცენარეებისაგან თავისუფალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 55.0 ჰა მიწის ფართობი ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის განკარგვის მიზნით.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე