ქ. თელავის პერსპექტიული განვითარების მიზნით კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული (ყოფილი თელავის სატყეო) 80.0 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№533
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№533

2008 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. თელავის პერსპექტიული განვითარების მიზნით კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული (ყოფილი თელავის სატყეო) 80.0 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკი­ცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად  მოწონებულ იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზ. ბუცხრი­კიძის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომი­სიის 2008 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი №8) და ქ. თელავის პერსპექტიული განვითარების მიზნით კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემ­დებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის, კერ­ძოდ თელავის სატყეო უბნის (ყოფილი თელავის სატყეო) №11 სარეინჯეროს  №16,17,18,19 კვარტალებიდან ამოი­რი­ცხოს 80.0 ჰექტარი მიწის ფართობი თელავის მუნიცი­პა­ლიტეტი­სათვის გადაცემის მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­ების სამინისტრომ  (ი. ღვალაძე)  და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი               ვ. გურგენიძე