მესტიის მუნიციპალიტეტში საბაგირო გზისა და სათხილამურო ტრასის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 10,0 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №254
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტში საბაგირო გზისა და სათხილამურო ტრასის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 10,0 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად მოწონებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმი №3) და მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესტია-აწვალის საბაგირო გზისა და სათხილამურო ტრასის მშენებლობისათვის ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ მესტიის სატყეო უბნის, მესტიის სამცველოს №33 კვარტალის ლიტერ №8-დან 5,8 ჰა, ლიტერ №4-დან 1,0 ჰა, ლიტერ №5-დან 1,0 ჰა, ლიტერ №12-დან 1,0 ჰა, ლიტერ №15-დან 1,2 ჰა (სულ 10,0 ჰა) მიწის ფართობები მათი შემდგომი განკარგვის მიზნით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე