სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნის საზღვრებში შემავალი 0,58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №14
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნის საზღვრებში შემავალი 0,58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთისა და ბაგების სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 4 იანვრის სხდომის ოქმი №1) და სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნებიდან ამოირიცხოს შპს „ამოს“კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთები (საერთო ფართობი – 0,58 ჰა):
ა) სარეგისტრაციო №81.23.00.411., სარეგისტრაციო ზონა – გარდაბანი-კოდი 81., სექტორი – წყნეთის სატყეო უბანი-კოდი 23., კვარტალი №00., ნაკვეთი №411., ფართობი 0,23 ჰა;
ბ) სარეგისტრაციო №81.23.00.379., სარეგისტრაციო ზონა – გარდაბანი-კოდი 81., სექტორი – წყნეთის სატყეო უბანი-კოდი 23., კვარტალი №00., ნაკვეთი №379., ფართობი 0,20 ჰა;
გ) სარეგისტრაციო №81.23.00.412., სარეგისტრაციო ზონა – გარდაბანი-კოდი 81., სექტორი – წყნეთის სატყეო უბანი-კოდი 23., კვარტალი №00., ნაკვეთი №412., ფართობი 0,15 ჰა.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე