სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №120
2008 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ
1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთისა და ბაგების სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის თაობაზე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 4 იანვრის სხდომის ოქმი №1) და საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის სხდომის №2 ოქმის შესაბამისად (საკითხი XXVI) სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების მიწებიდან ამოირიცხოს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული შემდეგი ფართობები:
ა) სარეგისტრაციო №011409007027., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №07/027., ფართობი – 6000.00 მ2; მესაკუთრე – ზვიად გველესიანი;
ბ) სარეგისტრაციო №01140908104., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №08/104., ფართობი – 1000.00 მ2; მესაკუთრე – ავთანდილ ჩიტიშვილი;
გ) სარეგისტრაციო №011408011019., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №08., ნაკვეთი №11/019., ფართობი – 5000.00 მ2; მესაკუთრე – გია გურული;
დ) სარეგისტრაციო №01200110188., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – წყნეთი-კოდი 20., კვარტალი №01., ნაკვეთი №10/188., ფართობი – 1000.00 მ2; მესაკუთრე – მაყვალა ასიტაშვილი;
ე) სარეგისტრაციო №01200110166., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – წყნეთი-კოდი 20., კვარტალი №01., ნაკვეთი №10/166., ფართობი – 1000.00 მ2; მესაკუთრე – დავით ახვლედიანი;
ვ) სარეგისტრაციო №01200110165., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – წყნეთი-კოდი 20., კვარტალი №01., ნაკვეთი №10/165., ფართობი – 1000.00 მ2; მესაკუთრე – ლიანა ყიფიანი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ზ. გამცემლიძე) განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგენილი წესით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე