სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №117
2008 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ
1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს „სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი №2) და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-გასართობი, სავაჭრო და სპორტული ობიექტების განაშენიანების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნის (ყოფილი ლისის სატყეო უბანი) II, III, IV კვარტალებიდან, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის 24-ე კვარტალიდან ამოირიცხოს შესაბამისად: 92.0 ჰა, 48.0 ჰა, 61.0 ჰა, 72.0 ჰა მიწის ფართობები.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) დადგენილი წესით განახორციელოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხული ფართობების შემდგომი გამოყენების ღონისძიებანი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ“?
- „სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ“ მიღებულია 12.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №117. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მცხეთის სატყეო უბნიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობიდან მიწის ფართობების ამორიცხვის შესახებ“, №117, 12.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2104584/