ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან 244,48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №790
2009 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან 244,48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სს ,,მადნეულის“წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2009 წლის 13 აგვისტოს სხდომის ოქმი №7) და საწარმოო პროცესების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ახალი საწარმოო მოედნების მოწყობის მიზნით ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ბოლნისის სატყეო უბნიდან, კერძოდ, ყოფილი კაზრეთის სატყეოს №39 კვარტალის №№5,6,7,8,9,10,11,12,13,16 ლიტერიდან, №41 კვარტალის №№1,2,3,4,5,6,7,9,10,13,16,17,19 ლიტერიდან, №47 კვარტალის №№2,3,4,5,7,9,11,13,14 ლიტერიდან, №48 კვარტალის №№12,16,17,18 ლიტერიდან, №49 კვარტალის №№1,2,3,4,6,7,11,13,14 ლიტერიდან _ სულ: 244,48 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხთა კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ,,საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №403 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური