ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 22.5 კმ-ზე, ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის თემში ე.წ. ,,ჭადრების“ ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალსა და ცენტრალურ საავტომობილო გზას შორის მდებარე 1.5 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№532
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№532

2008 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 22.5 კმ-ზე, ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის თემში ე.წ. ,,ჭადრების“ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალსა და ცენტრალურ საავტომობილო გზას შორის მდებარე 1.5 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილების შესაბამისად მოწონებული იქნეს აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის   მთავრობის  თავმჯდომარის ლ. ვარშალომიძის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი № 8) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს – სატყეო რესურსების მართვის ქედის განყოფილების მახუნცეთის სატყეოს 23-ე კვარტალის მე-14 ლიტერიდან ბათუმი-ახალციხის საავტომო­ბილო გზის 22,5 კმ-ზე, ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის თემში ე.წ. ,,ჭადრების“ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალსა და  ცენტრალურ  საავტომობილო  გზას შორის არსებული 1,5 ჰა ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტუ­­რისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის განკარგ­ვის მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე