2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№735
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №735

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ

1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის მიზნით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა (ლ. ჭკადუა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სატყეო დეპარტამენტის გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 3 800 კუბური მეტრი სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფისა და დამზადების სამუშაოთა განხორციელება.

2. ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მოჭრილი ხე-ტყე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა გადასცეს საქართველოს  ეკონომიკური  განვითარების  სამინისტროს  (ე. შარაშიძე).

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი სამასალე  მერქნის ქ. გორის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                            გ. მგალობლიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.11.2008.
როდის იქნა მიღებული „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“?
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ მიღებულია 12.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №735. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.11.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“, №735, 12.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2183026/