კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №905
2009 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2009 წლის 13 აგვისტოს სხდომის ოქმი № 7) და ფერმერული მეურნეობების განვითარებისათვის კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ყვარლის სატყეო უბნის (ყოფილი შილდის სატყეო) №80 კვარტალის №№4,5,6,7,8 ლიტერიდან – 9.26 ჰა, №10 ლიტერიდან – 0.36 ჰა, №14 ლიტერიდან – 1.01 ჰა, №№11,13,17 ლიტერიდან – 4.85 ჰა, სულ 15.48 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ყვარლის მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემად.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.11.2009.
- როდის იქნა მიღებული „კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“?
- „კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“ მიღებულია 24.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №905. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“, №905, 24.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2185714/