საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №877
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;
ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) გ. ღვინიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური