წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №453
2008 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. სტიქიური უბედურების ყველაზე მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები ცხრამეტი ოჯახის საბინაო, სამეურნეო და სოციალური პრობლემების მოგვარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას თითოეული ოჯახისათვის გამოუყოს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, სულ 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მ. ჩოგოვაძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე