ქ. თბილისში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობის (სარეგისტრაციო №01/18/01/01/002) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №236
2007 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობის (სარეგისტრაციო № 01/18/01/01/002) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის წინადადება, აგრეთვე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 2007 წლის 17 მაისის რეკომენდაცია და ქალაქ თბილისში ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობი (სარეგისტრაციო №01/18/01/01/002) ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის თბილისის სატყეო მეურნეობის მარაბდის სატყეოს №2 კვარტალის №3,4,9,16,17,18,23 ლიტერიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად მისი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით, მწვანე ნარგავების შენარჩუნების პირობით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობის (სარეგისტრაციო №01/18/01/01/002) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობის (სარეგისტრაციო №01/18/01/01/002) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობის (სარეგისტრაციო №01/18/01/01/002) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“?
- „ქ. თბილისში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობის (სარეგისტრაციო №01/18/01/01/002) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ მიღებულია 19.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №236. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქ. თბილისში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობის (სარეგისტრაციო №01/18/01/01/002) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობის (სარეგისტრაციო №01/18/01/01/002) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“, №236, 19.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2053292/