სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოდან ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№317
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №317

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოდან ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადება, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი №16) სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოს №5 კვარტალის №27 ლიტერიდან 0.1 ჰა ფართობის ამორიცხვის შესახებ და სახელმწიფო ტყის ფონდის ქუთაისის სატყეო მეურნეობის წყალტუბოს სატყეოს მე-5 კვარტალის №27 ლიტერიდან ამოირიცხოს 0.1 ჰა მიწის ფართობი მისი ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქ. №31-ში მდებარე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განსათავსებლად გადაცემულ შენობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამაგრების მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                             ზ. ნოღაიდელი