საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მართვას დაქვემდებარებული მიწის ფართობიდან 53 342,4 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში ჩარიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 17/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №35

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მართვას დაქვემდებარებული მიწის ფართობიდან 53 342,4 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში ჩარიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკი­ცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებული იქნეს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმი №24 და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მართვას დაქვემდებარებული მიწის ფართობიდან 53 342,4 ჰა ფართობი ჩაირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (მ. მიმინოშვილი) ამ განკარგულე­ბის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი              ვ. გურგენიძე