„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „აღმას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის №616 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №657
2016 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „აღმას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის №616 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „აღმას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის №616 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე
„Grade-A“ კატეგორიის, არანაკლებ 10 000 კვ.მ სამშენებლო ფართის მქონე, საოფისე შენობის აშენება/შექმნა 2019 წლის 16 დეკემბრამდე შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო ყველა ნებართვისა და ლიცენზიის მოპოვება 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე;
გ.ბ) სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის პირველ ნოემბრამდე;
გ.გ) მშენებლობის დასრულება და დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის მოპოვება 2019 წლის 16 დეკემბრამდე;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „აღმა“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, ამ განკარგულების გამოცემიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ 3 (სამი) თვის ვადაში უზრუნველყოს შპს „აღმასთან“ შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმება.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში განკარგულება ძალას კარგავს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი