„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვუდიმპექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 ივნისის №485 განკარგულებითა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 სექტემბრის №15/09/07 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ვუდიმპექსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2529 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2382
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022537
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2382

2016 წლის 1 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვუდიმპექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 ივნისის №485 განკარგულებითა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის   15 სექტემბრის №15/09/07 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და  შპს „ვუდიმპექსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2529 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველიპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვუდიმპექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 ივნისის №485 განკარგულებითა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 სექტემბრის №15/09/07 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ვუდიმპექსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №2529 განკარგულებაშიდა განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)   „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 სექტემბრის №15/09/07 განკარგულებით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება და აღჭურვა 2016 წლის ბოლომდე;

ბ)    ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                               გიორგი კვირიკაშვილი