„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1044 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1370
2016 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1044 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1044 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული დასასვენებელი ტიპის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დასრულების, ექსპლუატაციაში მიღებისა და აღჭურვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ბ.ა) 23/12/2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის ბოლომდე არანაკლებ 626 530 (ექვსას ოცდაექვსი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის ოდენობის ინვესტიცია;
ბ.ბ) 23/12/2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის ბოლომდე არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიცია;
ბ.გ) 23/12/2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 29 მაისამდე არანაკლებ 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია;“.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „აღობილი“ (ს/კ: 405004720) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფ/პ ლაშა პაპაშვილს შორის 2009 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1044 განკარგულებით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი