სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2013
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019977
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2013

2015 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით   გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა №128-ში მდებარე 149796.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №01/1-444.85 კვ.მ, №02/3-1262.75 კვ.მ, №03/3-1958.8 კვ.მ, №04/1-193.51 კვ.მ, №05/1-101.36 კვ.მ, №06/1-184.01 კვ.მ, №07/1-56.11 კვ.მ, №08/1-16.59 კვ.მ, №09/1-27.58 კვ.მ, №10,/1-20.35 კვ.მ, №11/1-20.88 კვ.მ, №12/1-12.03 კვ.მ, №13/1-237.53 კვ.მ, №14/1-12.2 კვ.მ, №15/1-30.74 კვ.მ, №16/1-46.91 კვ.მ, №17/1-34.78 კვ.მ, №18/1-1.23 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №20.42.09.349) და მასში განთავსებული მოძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა №128-ში მდებარე 11810.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №01/0 და №02/0 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №20.42.09.350) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით.

3. ამ განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) დღის ვადაში, შპს „კრწანისის პარკის“ (ს/კ: №404470185) წილის 100%, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში (როგორც წილი, ასევე საწარმოს კაპიტალში რიცხული ქონება), ამ განკარგულების გამოცემის დღისთვის არსებული კაპიტალის უცვლელად, გადმოეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება .

5. ამ განკარგულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ძალაში შევიდეს, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომისთანავე.

6. ამ განკარგულების მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი