საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2383
2016 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ლოპოტა ენერჯის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №431167499) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით − 193.30 ლარად (ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი), სარგებლობაში გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნაფარეულში მდებარე უძრავი ქონება: 650 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა №1 განაშენიანების ფართით − 649 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.14.33.038) და 77 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.14.33.049).
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 13 085 (ცამეტი ათას ოთხმოცდახუთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლოპოტა ენერჯის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №431167499).
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.11.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 14.11.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2383. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022553.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ენერჯისათვის“ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2383, 14.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022553 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3439835/