საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020752
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №97

2016 წლის 1 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული,ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთები შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად, 7061 (შვიდი ათას სამოცდაერთი) ლარად, გადასცესშპს „მტკვარი ჰესს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №205271043).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს მათი გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „მტკვარი ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (ცვლილებებითა და შესწორებებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, გრუნტისა და ქანების სანაყაროს მოწყობის მიზნით.

3. შპს „მტკვარი ჰესი“ ვალდებულია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე, მეორე პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, განახორციელოს არსებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის სამუშაოები „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ და „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესების დაცვით და საიჯარო ურთიერთობის ვადის ამოწურვამდე პირვანდელ ან/და მიახლოებულ პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა (რეკულტივაცია).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი