შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №989
2014 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს:
ა) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ახალ თბილისს“ (უფლებამონაცვლე - შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრი“) შორის 2012 წლის 5 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით (შემდგომში - ხელშეკრულება) გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (5.1.2 პუნქტი) ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ გათავისუფლების თაობაზე, იმ პირობით, რომ შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრი“ ჯეროვნად შეასრულებს ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ვალდებულებებს;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონების დარჩენილი საფასურის, კერძოდ, 1 180 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაფარვის ვალდებულება (5.1.1. პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტები) განხორციელდეს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 (სამი) თვისა;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (5.1.2. პუნქტი) შესრულების ვადად განისაზღვროს გადაცემული ქონების მესამე პირთა მიერ ფაქტობრივად გამოთავისუფლებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წელი;
დ) გადაცემული ქონების მესამე პირთა მიერ ფაქტობრივად გამოთავისუფლების მიზნით, შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრმა“ უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება და ყოველ 3 (სამი) თვეში ერთხელ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელებული ქმედებების თაობაზე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
- „შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 06.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №989. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017250.
- სად არის „შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, №989, 06.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017250 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2378804/