სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №881
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდმა“ საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.
2. ამ განკარგულების მიღებიდან 5 თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული კვლევის შედეგების საფუძველზე, სს „საპარტნიორო ფონდმა“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი